Tuesday, July 8, 2014

სასწავლო პროექტი

1.  პროექტის სახელწოდება: შემოდგომის დღესასწაული.
2.  პროექტის მთავარი  იდეა(თემა) 1-2 წინადადებით:
ისწავლიან ღონისძიების დაგეგმვას საზოგადოების წინაშე  და წარადგენს, ნახატების გამოფენას  შემოდგომის პეიზაჟებით.
3.პროექტის აქტუალობა:
ბავშვები ნაკლებად არიან ჩართული  საკუთარი შემოქმედებით  საზოგადოების წინაშე.
4.პროექტის მიზანი:
ღონისძიებამ სურვილი აღუძრას მონაწილეობა მიიღონ სხვადასხვა სახის მხატრული
ღონისძიების  მომზადება ჩატარებისა
5.ასაკი:მე-6 კლასი.
6.ვადები: 3-4 კვირა
7.მოსალოდნელი  შედეგები / პროდუქტები, რსც შეიძლება შეიქმნას:
როლური თამაშით ბავშვები შეასრულებენ  იმერულ სიმღერას ,, მოდი ვნახოთ ვენახი,,
მოირგებენ შესაბამის კოსტუმებს.
გამართავენ დიალოგს  შესრულებული  სიმღერის გააზრება და  აუდიტორიის წინაშე
,წარდგენის უნარ-ჩვევების განვითარების მიზნით,მხატრულად წაიკითხავენ ლექსებს,
ისტ-ის  საშუალებით მოიძიებენ ინფორმაციას შემოდგომაზე.
გააკეთებენ   შემოდგომის  ამსახველი  საკუთარი ნახატების გამოფენას
რომელსაც პრეზენტაციის საშუალებით  გააცნობენ  ღონისძიების მონაწილეებს.
გადაღებული ვიდეო და  ფოტო  მასალების  საშუალებით შექმნიან სიდი დისკს
8.პროექტისათვის საჭირო  ძირითადი რესურსები:    
კომპიუტერი, მუსიკის ენციკლოპედია, მარკერები, ფორმატი, ვიდეო კამერა, დისკი,
მუსიკალური ცენტრი.
9.პროექტის მსვლელობა  (ძირითადი აქტივობები):
მოტივაცია -შექმნიან მუსიკალურ ფონს ,რომელიც გასდევს მთელ  ღონისძიებას ,  კომპიუტერის საშუალებით ისმენენ ა.ვივალდის ,,წელიწადის დრონი“
გააკეთებენ გამოფენას შემოდგომის ნობათი.
წაიკითხავენ  რ. ინანიშვილის ხატოვანი სიტყვებით ,,შემოდგომის დღე“
შეასრულებენ  ი. გურგულიას სიმღერას ,,კარუსელს“ შესაბამისი მოძრაობებით
ხატვით წარმოადგენენ  ზ .კუხიანიძის ლექსს ,,შემოდგომა“
პრეზენტაცია:სამუშაოს  დასრულების შემდეგ  ჯგუფებს შეუძლიათ
თავისი ნამუშევრები გამოფინონ და სურვილებისამებრ ისაუბრონ
ნახატში ასახული ფერები როგორ შეესაბამება მუსიკალურ ტესტს.
10.საგნებთან /საგნობრივ  ჯგუფებტან /ეროვნულ სასწავლო გეგმასთან
კავშირი
6.1     მოსწავლეს შეუძლია იმპროვიზაციულ სავარჯიშოებში  მონაწილეობა.
.     ნასწავლ ლექს შეურჩევს/ შეთხზავს  მელოდიას.
5.5      მოსწავლეს შეუძლია  საკუთარი სასწავლო   საქმიანობის  წარმარტვა.
 შედეგი თვალსაჩინოა ,თუ მოსწავლე
.მოიძიებს გაკვეთილის საჭირო  მუსიკალურ და ვიზუალურ
მასალას
მუსიკალური ნაწარმოების აღქმა კონტექსში
.განწყობილების ამოცნობა შთაბეჭდილების  გაზიარება
საკუთარ   შეხედულებებზე  საუბარი.
11.პროექტის ხელმძღვანელი:ელზა ივანიძე.

12.ხელმძღვანელის ელ.ფოსტა  ივანიდზე72